მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქის განვითარების ხელშეწყობა არის მდგრადი ურბანული მომავლისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა. უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქები იყენებენ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდის, სოციალური ინკლუზიისა და კლიმატის ცვლილების საპასუხო ქმედებების ხელშესაწყობად. ქალაქების უფრო ჭკვიან და ინკლუზიურ ადგილებად გადაქცევას შეუძლია ტრანსფორმაციული ცვლილებების გამოიწვევა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის კუთხით.
ქალაქების უფრო ჭკვიან და ინკლუზიურ ადგილებად გადაქცევისკენ მიმართული ძალისხმევისა და მისწრაფების მიზანია ცხოვრების ხარისხის ამაღლება და ყველასთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ეს ამბიცია თანხვედრაშია მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანთან. შესაბამისად, ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქის განვითარება მდგრადობისკენ მიმავალი ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.
მომავლის მზადყოფნის საბაზისო კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე, წინამდებარე კურსის ფარგლებში ჩვენ უფრო ფართოდ და ღრმად განვიხილავთ რა არის ქალაქის უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური განვითარება.
რას მოიცავს ეს კურსი?
ეს კურსი წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად თემას, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ურბანული მომავლის უზრუნველყოფაში. კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებმა შეიტყონ მეტი თუ როგორ შეიძლება ქალაქები გახდნენ უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური.
კურსის მიზანია გასცეს პასუხები შემდეგ კითხვებს:
რატომ გვჭირდება უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქები?
რა არის უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქი?
რომელი ძირითადი მიდგომები გამოიყენება ინოვაციების ხელშეწყობისთვის უფრო ჭკვიან და ინკლუზიურ ქალაქებში?
რატომ არის მნიშვნელოვანი მმართველობა და სტრატეგიული დაგეგმვა უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქებისთვის?
რას წარმოადგენს უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქის სტრატეგია?
როგორ შეუძლია ექსპერიმენტებს და ეჯაილ მართვას ხელი შეუწყოს ქალაქის უფრო ჭკვიან და ინკლუზიურ განვითარებას?
რატომ არის მონიტორინგი და შეფასება მნიშვნელოვანი უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების განვითარებისთვის?
რა გელოდებათ ამ კურსის ფარგლებში?
კურსი მოიცავს ხუთ მოდულს და იძლევა სწავლის უამრავ შესაძლებლობას. ვიდეო შეჯამებით და მოკლე ტექსტებით დაწყებული, ინტერაქტიული ვიქტორინებით და დისკუსიებით დამთავრებული, კურსი გთავაზობთ ახალ სწავლებას და დაგეხმარებათ ცოდნის თქვენს კონტექსტში გამოყენებაში. გარდა ამისა, კურსი წარმოგიდგენთ უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების განვითარების მაგალითებს მთელი მსოფლიოდან, რაც უზრუნველყოფს შთაგონებას და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას სხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან.
კურსის სასწავლო მიზნებია:
უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების კონცეფციის და საჭიროების გაგება
უფრო ჭკვიან და ინკლუზიურ ქალაქებში ინოვაციების ხელშეწყობის ძირითადი მიდგომების შესწავლა
უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების მართვისა და სტრატეგიის შემუშავების პროცესის ძირითადი განზომილებების შესახებ ცოდნის მიღება
იმის შესწავლა, თუ როგორ შეუძლია ექსპერიმენტებს და ეჯაილ მენეჯმენტს ხელი შეუწყოს ქალაქის უფრო ჭკვიან და ინკლუზიურ განვითარებას.
უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების მონიტორინგისა და შეფასების მნიშვნელობის გაცნობიერება
როგორ არის წინამდებარე კურსი სტრუქტურირებული?
უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების სასწავლო კურსი შედგება ხუთი ძირითადი მოდულისგან; თითოეული მათგანია შექმნილია იმისათვის, რომ შეავსოს და გააფართოვოს წინა მოდულში მიღებული ცოდნა.
პირველი მოდული, „ინკლუზიურობა უფრო ჭკვიანი ქალაქების განვითარებისთვის“, აღწერს ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას ქალაქების უფრო ჭკვიან და ინკლუზიურ ადგილებად გადაქცევისთვის და რამდენიმე მაგალითის მეშვეობით წარმოადგენს უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქის ინოვაციების ხელშეწყობის სხვადასხვა გზას.
მეორე მოდული, „უფრო ჭკვიანი მმართველობა“, სიღრმისეულად განიხილავს უფრო გონივრული და ინკლუზიური ქალაქის მმართველობის, ძირითადი დაინტერესებული მხარეების, ქალაქის უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური განვითარების მამოძრავებელი ფაქტორების და ბარიერების გაგებას.
მესამე მოდული ეხება „ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების დაგეგმვას“, რომელიც ფოკუსირებულია უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქის სტრატეგიებზე, დაგეგმვის თავისებურებებზე და მოქმედების ტიპურ თემატურ სფეროებზე.
მეოთხე მოდული, „ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების პროექტები და საპილოტე ინიციატივები“, განიხილავს ადგილობრივად ადაპტირებული და ადამიანზე ორიენტირებული უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქის გადაწყვეტების/მიდგომების შემუშავების მექანიზმებსა და გზებს და განმარტავს, თუ როგორ უნდა გადავიდეთ დაგეგმვიდან მოქმედებამდე.
და ბოლოს, მეხუთე მოდული ფოკუსირებული იქნება უფრო ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქის ინიციატივების განხორციელებაზე, პრაქტიკაში დანერგვაზე, მონიტორინგზე და შეფასებაზე.
როგორ უნდა გაიაროთ ეს კურსი?
კურსში შესასვლელად გთხოვთ, დააჭიროთ წითელ ღილაკს მარცხნივ "შემოერთება".
კურსი ღიაა (რეგისტრაციის შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართით) ყველა დაინტერესებულისთვის. მთლიანი კურსის გავლას სავარაუდოდ 4-5 საათი დასჭირდება. რეკომენდებულია ასევე გაეცნოთ ეკონომიკური ზრდის გზების (P4EG) კურსსაც.
თქვენ შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ კურსში არსებულ მოდულებს თქვენი სასწავლო საჭიროებების შესაბამისად. თითოეულ მოდულზე წვდომა შეგიძლიათ თქვენი გრაფიკის შესაბამისად, რათა ისწავლოთ საკუთარი ტემპით, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად თქვენი მუნიციპალიტეტის კოლეგებთან ერთად!
აღნიშნული კურსი შექმნილია ურბანული სასწავლო ცენტრისა და ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” შემდეგი პარტნიორების თანამონაწილეობით: Arup, Climate KIC, TalTech, UNDP.