კურსის შესავალი
ქრაუდფანდინგი (Crowdfunding), იგივე სახალხო დაფინანსება თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაფინანსების მექანიზმად იქცა, რომელიც მოქალაქეებს, ადგილობრივ ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინიციატივის ავტორებს შესაძლებლობას აძლევს, მოიზიდონ ფინანსური და არამატერიალური რესურსები საზოგადოების ფართო ჩართულობის გზით. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ქრაუდფანდინგ კამპანია არა მხოლოდ უზრუნველყოფს საჭირო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას, არამედ ქმნის მაღალ სამოქალაქო ჩართულობას, ხელს უწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას და აძლიერებს ნდობასა და გამჭვირვალობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
გლობალური გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქრაუდფანდინგი არ არის მხოლოდ ალტერნატიული დაფინანსების მოდელი. ის არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ფინანსურ რესურსებს, საზოგადოებრივ ჩართულობას, საინფორმაციო კამპანიებსა და სოციალური ცვლილებების ხელშემწყობ პრაქტიკებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მისი გამოყენება სამოქალაქო, ადგილობრივ, ინოვაციურ და მცირე მასშტაბის პროექტებში, სადაც მოქალაქეთა მხარდაჭერა და ჩართულობა უდიდეს გავლენას ახდენს შედეგებზე.
საქართველოს კონტექსტში, ქრაუდფანდინგი უკვე დამკვიდრებული და მზარდი პრაქტიკაა. დიდი ინტერესისა და წარმატებული მაგალითების ფონზე, მაღალი ხარისხის ცოდნა ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც აქტივისტებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თემის ლიდერებისათვის და ნებისმიერი პირისთვის, ვინც საზოგადოებრივ ცვლილებაზე მუშაობს. სწორედ ამ საჭიროების პასუხად შეიქმნა მოცემული ონლაინ კურსი, რომლის მიზანია მონაწილეთა ცოდნის ზრდა და მათი პრაქტიკული უნარებით აღჭურვა.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს საკუთარი იდეის, ინიციატივის ან სოციალური პროექტის დაფინანსებას საზოგადოების ფართო ჩართულობის გზით. კურსი აერთიანებს როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ ცოდნას, რეალური კამპანიების მაგალითებს, ინსტრუმენტებს და რეკომენდაციებს, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აწ უკვე მოქმედ ან მომზადების ეტაპზე მყოფი პროექტების/ინიციატივების ფარგლებში.
რას მოიცავს კურსი?
კურსი მოიცავს ქრაუდფანდინგის მექანიზმის გააზრებას იდეის ფორმირებიდან კამპანიის დასრულებამდე. კურსი გვთავაზობს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ძლიერი და წარმატებული კამპანია, როგორ ხდება მისი დაგეგმვა, სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და საჭირო რესურსების შეფასება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ კომპონენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს კამპანიის წარმატებას: სწორი მიზნების დასახვა, მკაფიო მესიჯების ჩამოყალიბება, საზოგადოების ჩართვა, ნდობის შექმნა და ა.შ.
რას უნდა ველოდოთ კურსისგან?
კურსი უზრუნველყოფს ქრაუდფანდინგის მექანიზმის, მისი განვითარების და საქართველოს პრაქტიკაში დამკვიდრების პროცესის გააზრებას. კურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება, თუ როგორ ხდება კამპანიის დაგეგმვა, სტრატეგიული მიმართულებების არჩევა და პროცესის ეტაპობრივად წარმართვა სასურველი შედეგის მისაღებად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და სტრატეგიებს, რომლებიც საშუალებას აძლევს პროექტებს მოიზიდონ მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა, გაზარდონ საზოგადოების ჩართულობა და შექმნან წარმატებული, გამჭვირვალე და მდგრადი კამპანიები.
სასწავლო მიზნები
კურსის ძირითადი მიზნებია:
ქრაუდფანდინგის არსის, სახეობების და მისი გამოყენების მექანიზმის გაცნობა
კამპანიის დაგეგმვისთვის საჭირო ყველა ეტაპის ანალიზი.
ქრაუდფანდინგის წარმოებაში ეფექტური კომუნიკაციის, კონტენტის შექმნის და ამბის თხრობის (Storytelling) როლის გააზრება.
დონორებთან/მხარდამჭერებთან ურთიერთობა და გამჭვირვალე/პასუხისმგებლიანი ანგარიშგებისა და ნდობის გაძლიერების მნიშვნელობის გააზრება.
ქრაუდფანდინგ კამპანიების მაგალითების ანალიზი საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.
კურსის სტრუქტურა
მოდული 1: რა არის ქრაუდფანდინგი
ქრაუდფანდინგის მნიშვნელობა და როლი თანამედროვე გარემოში
ქრაუდფანდინგის ისტორია, საერთაშორისო და ქართული გამოცდილება
ქრაუდფანდინგის პლატფორმები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
მოდული 2: ქრაუდფანდინგ კამპანიის დაგეგმვა
მიზნების განსაზღვრა და საჭიროებების ანალიზი
ბიუჯეტის შემუშავება
პროექტის აღწერის, პროექტის სათაურისა და აქტივობების შემუშავება
ორგანიზაციული მზადყოფნის შეფასება
მოდული 3: კომუნიკაციის როლი ქრაუდფანდინგში
კომუნიკაციის როლი და სწორი გზავნილის ფორმირება
ამბის თხრობა
ვიდეო კონტენტის შექმნა
სოციალური მედიის სტრატეგია
მოდული 4 : ქრაუდფანდინგ კამპანიის მიმდინარეობა
კორექციული ნაბიჯები კამპანიის მიმდინარეობისას
ინოვაციური მიდგომები კამპანიის წარმოებისას
მხარდამჭერების მოზიდვისა და კომუნიკაციის ყოველდღიური პროცესი
მოდული 5: ქრაუდფანდინგ კამპანიის დასრულება და უკუკავშირი
მონიტორინგის მნიშვნელობა ქრაუდფანდინგ კამპანიის წარმოებაში
უკუკავშირი მხარდამჭერებთან
კამპანიის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასება
საკონტაქტო ინფორმაცია:
თიკო ტყეშელაშვილი [email protected]
ოთარ კონჯარია [email protected]
Learning Community M4EG Network & Georgian Community