კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
რას შეეხება კურსი?
აღნიშნული კურსი წარმოადგენს შესავალს საზოგადოების ჩართულობის მეთოდოლოგიაში და ფოკუსირებულია იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომლებიც ადამიანებთან კავშირის დამყარებასა და მათი საჭიროებებისა და ხედვების გაგებას ეხება.
როგორ არის კურსი შედგენილი?
კურსი მოიცავს რეალური ცხოვრების მაგალითებს, პრაქტიკულ შეხედულებებსა და სასარგებლო ინსტრუმენტებს, რათა გამოიკვლიოთ საზოგადოების ჩართულობის სხვადასხვა ასპექტი და მისი პოტენციალი პოზიტიური ცვლილებებისთვის. შესავალი ნაწილი გთავაზობთ ძირითად კონცეფციებს და აქცენტს აკეთებს ისეთ აუცილებელ უნარებზე, როგორიცაა აქტიური მოსმენა და აზრიანი ინტერვიუების ჩატარება თქვენი ადგილობრივი საზოგადოების წევრებთან.
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ კურსზე?
კურსის გასახსნელად, დააჭირეთ მარცხნივ მდებარე წითელ ღილაკს „შეუერთდი“.
თქვენ შეგიძლიათ მოქნილი გრაფიკით გაიაროთ კურსის მოდულები, თქვენი სასწავლო საჭიროებების შესაბამისად.
თითოეულ მოდულზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თქვენი „მოთხოვნის შესაბამისად“, რათა ისწავლოთ თქვენი ტემპით — როგორც ინდივიდუალურად, ასევე თქვენს კოლეგებთან ერთად.
კურსი ღიაა ყველასთვის (ელ.ფოსტის მისამართით რეგისტრაციის შემდეგ). კურსის გასავლელად საჭირო დრო არის დაახლოებით 2-3 საათი. რეკომენდებულია, რომ მიღებული ცოდნა გამოიყენოთ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის დაგეგმვის პროცესში.
შეუერთდით საქართველოს ჯგუფს Georgia Community!
დაგვიკავშირდით:
თინათინ ტყეშელაშვილი [email protected]
ოთარ კონჯარია [email protected]