კურსი მწვანე & სამართლიანი გადასვლა
კურსი ეფუძნება „მწვანე და სამართლიანი გადასვლის“ მოდულს, რომელიც წარმოადგენს ურბანული სასწავლო ცენტრის საბაზისო კურსის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. მასში სიღრმისეულად არის მიმოხილული მსოფლიოში კლიმატის კუთხით არსებული საგანგებო მდგომარეობა და წარმოდგენილია კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და გადაწყვეტები, რომლებსაც ქალაქებმა შეიძლება მიმართონ მდგრადი ეკონომიკური ზრდის დაგეგმვის პროცესში (P4EG).
შთამაგონებელი მაგალითების საშუალებით კურსი გვიჩვენებს, როგორ იყენებენ ევროპული ქალაქები მრავალმხრივ პროცესებს და დაგეგმვის მექანიზმებს დეკარბონიზაციის მისაღწევად და მოქალაქეებისა და თემებისათვის მრავალმხრივი დამატებით სარგებლის მისაღწევად. დაგეგმვის დოკუმენტების შორისაა მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები (SECAPs) და ქალაქების შეთანხმებები კლიმატთან დაკავშირებით.
რას ეხება ეს სასწავლო კურსი?
კურსი წარმოგიდგენთ ძირითად კონცეფციებს, გადაწყვეტებს და პროცესებს, რომლებიც აუცილებელია მწვანე და სამართლიანი გადასვლისთვის. კურსის მოდულები უკავშირდება P4EG-ის რამდენიმე საფეხურს, კერძოდ: ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, სტრატეგიის შემუშავებას, მოქმედებების დაგეგმვას და მონიტორინგს, შეფასებას და შესწავლას (MEL).
კურსი გთავაზობთ სწავლის სხვადასხვა რესურსს, მათ შორის მცირე ზომის საინფორმაციო მასალას, ინტერაქტიულ გამოკითხვებს, რაც ახალი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში დაგეხმარებათ.
რას უნდა ველოდო ამ კურსისგან?
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და კლიმატნეიტრალურობის ძირითადი კონცეფციების გაგება (შერბილება და ადაპტაცია) - რას ნიშნავს ისინი პრაქტიკაში და როგორ უკავშირდება მდგრადნი ეკონომიკური ზრდის კონცეფციას.
შთამაგონებელი გადაწყვეტები, რომლებსაც ევროპული ქალაქები მიმართავენ კლიმატის ცვლილების შერბილების ამბიციური მიზნების მისაღწევად და კრიტიკული სექტორებისა და დაინტერესებული მხარეების ადაპტაციისა და მედეგობის გასაზრდელად.
როგორ მიუსადაგონ ქალაქებმა მწვანე და სამართლიანი გადასვლის ასპექტები ეკონომიკური ზრდის (P4EG) სტრატეგიულ მიზნებს, სამოქმედო გეგმების შემუშავებას და მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლის პროცესს.
სასწავლო მიზნები
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის აუცილებლობის გააზრება, კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი და მძიმე ზემოქმედების, განსაკუთრებით მოწყვლადი და დაბალი შემოსავლის მქონე თემებზე მისი გავლენის, და მდგრადი და ინკლუზიური ურბანული სისტემების შექმნაზე გადასვლის აუცილებლობის გაცნობიერება, რომელიც კლიმატთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და სტრესებს გაუძლებს, გაჯანსაღებას და მათთან ადაპტაციას შეძლებს.
იმის გააზრება, თუ როგორ განვავითაროთ შესაძლებლობები, რათა უკეთ გავიგოთ და აღვწეროთ ეკონომიკური ზრდის დაგეგმვის (P4EG) მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ზემოქმედება და შედეგები.
რეალურ ცხოვრებაში მოცემული მაგალითებიდან, შემთხვევის შესწავლიდან და კლიმატისთვის მოქმედებებიდან, დაგეგმვის მიდგომებიდან სწავლა, რაც ქალაქებს შეუძლიათ განახორციელონ კლიმატნეიტრალურობის მიზნის მისაღწევად და ქმედებების ეკონომიკური ზრდის გზებთან (P4EG) დასაკავშირებლად.
როგორ უნდა გაიაროთ ეს კურსი?
კურსში შესასვლელად გთხოვთ, დააჭიროთ წითელ ღილაკზე „გაწევრიანება“ (join) მარცხნივ.
შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ კურსში არსებულ მოდულებს თქვენი სასწავლო საჭიროებების და გრაფიკის შესაბამისად, როგორც ინდივიდუალურად, ისე თქვენს კოლეგებთან ერთად.
ელექტრონული ფოსტის მისამართით რეგისტრაციის შემდეგ, კურსი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მთლიანი კურსის გავლას სავარაუდოდ 4-5 საათი დასჭირდება.
წარმატებას გისურვებთ!
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საქართველოს გუნდს:
თიკო ტყეშელაშვილი [email protected]
ოთარ კონჯარია [email protected]
[1] „ეკონომიკური ზრდის გზები“ (Pathways for Economic Growth) წარმოადგენს ურბანულის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ სასწავლო კურსს, რომელიც შექმნილია მუნიციპალიტეტებისთვის ეკონომიკური განვითარების პროცესში დასახმარებლად.