კურსის შესავალი
უნიციპალიტეტებს გადამწყვეტი როლი აქვთ ადგილობრივი განვითარების წარმართვაში, აუცილებელი მომსახურებების მიწოდებაში და თემის კეთილდღეობის გაზრდაში. თუმცა, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP) - რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას - მრავალი მუნიციპალიტეტის წინაშეა ინფრასტრუქტურის პროექტებისა და მდგრადი განვითარების ინიციატივების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებისა და ფინანსირების შეფასებასთან დაკავშირებული გამოწვევები. წინამდებარე სახელმძღვანელო მითითებები მონაწილეებს უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების დაფინანსებისა და ფინანსირების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მიმოხილვით, სადაც ყურადღება გამახვილებულია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც შესაძლებელს ქმნის ფინანსების მოზიდვას. განხილულია ასევე პრაქტიკული საშუალებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული გარემოებების გაუმჯობესებისთვის, ადგილობრივ დონეზე თავიანთი პროექტების განსახორციელებლად.
კურსის მიზანია ინფრასტრუქტურის პროექტებისა და მდგრადი განვითარების ინიციატივების განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებისა და ფინანსირების შეფასებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა და მათზე რეაგირება. კურსში განხილულია მუნიციპალიტეტის შემოსავლის ძირითად წყაროებთან დაკავშირებული გამოწვევები, ადგილობრივ დონეზე დაფინანსებისა და ფინანსირების შეფასების გავრცელებული დაბრკოლებები და მოცემულია განჭვრეტადი გადაწყვეტა, იმ გარემოებების უკეთესი აღწერა, რომლებიც მუნიციპალიტეტის დონეზე დაფინანსებისა და ფინანსირების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა, ასევე, გამოვლენილია პრაქტიკული გზები აღნიშნულის მისაღწევად.
რას მოიცავს კურსი?
წინამდებარე კურსში მოცემულია მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომი შემოსავლის სხვადასხვა წყაროების მიმოხილვა, როგორიცაა მაგალითად ადგილობრივი გადასახადები, მოსაკრებლები, გრანტები და გარე დაფინანსება დონორებისგან ან ინვესტორებისგან.
კურსი იძლევა სწავლის შესაძლებლობების სპექტრს, დაწყებული მოკლე კონტენტით და დასრულებული ცოდნის შესამოწმებელი ინტერაქტიული კითხვებით და აქტივობებით, რომლებიც დაგეხმარებათ ახლად ნასწავლი საკითხების თქვენს კონტექსტში გამოყენებაში.
რას უნდა ველოდეთ კურსისგან?
მუნიციპალიტეტის დონეზე დაფინანსებისა და ფინანსირების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის საჭირო გარემოებების უკეთესად გაგება და აღნიშნულის მისაღწევად საჭირო პრაქტიკული გზების გამოვლენა.
სასწავლო მიზნები
მუნიციპალური ფინანსების პრინციპებისა და კონცეფციების შესწავლა,
მუნიციპალური შემოსავლის სხვადასხვა წყაროების ანალიზი,
დაფინანსებისა და ფინანსირების შეფასების დაბრკოლებების გამოვლენა,
უფრო მეტი დაფინანსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ხერხებისა და მეთოდების გაცნობა,
მუნიციპალური ფინანსების რეალური მაგალითებიდან ცოდნის მიღება სიტუაციური ანალიზის, მუნიციპალური ფინანსების პრობლემებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოყენებით,
ცოდნის ტესტირება;
სემინარის სავარჯიშო,
კითხვები თქვენი ცოდნის შესამოწმებლად.
რეკომენდებულია, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო მითითებებში მოცემული ინფორმაცია განხილულ იქნეს, როგორც თქვენი დაბის ან ქალაქის „ეკონომიკური ზრდის გზების“ (P4EG) შემუშავების ნაწილი.
როგორია კურსის სტრუქტურა?
ყოვლისმომცველი კურსი, “დაფინანსება და ფინანსები მუნიციპალიტეტებისთვის“, ოთხ მოდულს მოიცავს; თითოეული მოდული ავსებს და განავრცობს წინა მოდულს.
პირველ მოდულში “კონტექსტისა და გამოწვევების შესწავლა“, განხილულია მუნიციპალიტეტების როლი ფონდების მობილიზებაში და ფონდებისა და რესურსების მობილიზების ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები.
მეორე მოდულში “გაუმჯობესებული პროექტის შერჩევის განხილვა” მოცემულია სახელმძღვანელო მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს თავიანთი პროექტების სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება და მათი შეთანაწყობა ინვესტორის ინტერესებთან.
მესამე მოდულში “ადგილობრივი შემოსავლის წარმოქმნის გაუმჯობესების განხილვა”, განხილულია რამდენიმე ძირითადი ინსტრუმენტი და საუკეთესო პრაქტიკა ადგილობრივი შემოსავლის გენერირების გაუმჯობესებისთვის.
მეოთხე მოდულში “პროექტის წარმატებით განხორციელების განხილვა (დაფინანსების ათვისება)”, განხილულია რამდენიმე საშუალება და მიდგომა, რომლებიც დაგეხმარებათ პროექტის არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, გამოყოფილ დროში განხორციელებაში.