ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ახასიათებს ცვლილებები; მათ შორისაა, კლიმატის სწრაფი დათბობა, მზარდი ურბანიზაცია, დემოგრაფიული ცვლილებები, გლობალური პანდემია და კონფლიქტები.
მუნიციპალიტეტები ამ ცვლილების ცენტრში არიან და მზარდი კომპლექსური გამოწვევების პირისპირ დგანან. გაურკვეველი მომავლისთვის მზადებისა და ადაპტაციის პროცესში, ახალი ინსტრუმენტები და მიდგომები დაეხმარება მუნიციპალიტეტებს მოემზადონ და ხელი შეუწყონ ცვალებადი მომავლისთვის მზადყოფნის შეგრძნების შექმნას.
რომელ საკითხებს ფარავს ეს კურსი?
აღნიშნული კურსი მონაწილეებს აცნობს რამდენიმე ძირითად საკითხს, რომელიც უახლოეს ათწლეულებში მუნიციპალიტეტების მომავალს განსაზღვრავს. ამ კურსის მიზანია გაზარდოს მუნიციპალიტეტების სამომავლო მზაობა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ მზარდი ეკონომიკის მქონე ადგილებად.
მოდულების სერიის ფარგლებში, თქვენ გაეცნობით სხვადასხვა თემას; მათ შორის მწვანე შეთანხმების, ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქების, კომპლექსური პრობლემების მართვის მიდგომების, მუნიციპალური რესურსების და დაფინანსების მობილიზების შესახებ.
კურსი იძლევა სწავლის სხვადასხვა შესაძლებლობას. ვიდეო მასალა, ინტერაქტიული გამოკითხვები და დამატებითი აქტივობები დაგეხმარებათ ახალი ცოდნის საკუთარ კონტექსტში გამოყენებაში.
რას უნდა ველოდოთ ამ კურსისგან?
სასწავლო კურსი განკუთვნილია მუნიციპალიტეტში მომუშავე პირების ფართო სპექტრისთვის, მათ შორის მუნიციპალური პოლიტიკის შემქმნელებისა და დამგეგმავებისთვის, მერებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის და შესაძლებლობას სთავაზობს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ისწავლონ სამომავლო მზაობის ახალი საფუძვლები.
დაგვიკავშირდით
ინფორმაცია M4EG სამდივნოსთან დასაკავშირებლად, მათ შორის SparkBlue პლატფორმის ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში
გაეროს განვითარების პროგრამის ოფისი საქართველოში:
თიკო ტყეშელაშვილი tinatin.tkeshelashvili@undp.org
ოთარ კონჯარია otar.konjaria@undp.org
გაეროს განვითარების პროგრამის სტამბოლის რეგიონული ჰაბი: eu.m4eg@undp.org
სემირა ოსმანოვიჩი semira.osmanovic@undp.org
Learning Community M4EG Network & Georgian Community